გერმანიამ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებს შენგენში შესვლა აუკრძალა

გერმანიამ საუდის არაბეთის 18 ქვეშევრდომს, რომლებიც საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილები არიან, საკუთარ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მასმა ბრიუსელში ორშაბათს, 19 ნოემბერს ევროკავშირიდან თავის კოლეგებს აცნობა შეხვედრაზე, სადაც ასევე, ხაშოგის საქმეს განიხილავენ. ვიზის მიღებაზე წვდომის დახურვა შენგენის ზონაზე გავრცელდება და ის შეთანხმებულია ბრიტანეთთან და საფრანგეთთან – მასმა თქვა.

სანქციების ქვეშ მოყვა 15 საუდელი, რომლებიც, გამოძიების ვერისიით, უშუალოდ მკვლელობაში მონაწილეობდნენ და ასევე, სამი პირი, რომლებიც ამ დანაშაულის ორგანიზებაში იყვნენ ჩართული. აკრძალვა არ შეხებია მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდის, რომელიც, Washington Post-ის ინფორმაციით, მკვლელობის დამკვეთი იყო. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.
ბერლინი სანქციების გაფართოვებას არ გამორიცხავს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიდაღესტანის ღამის კლუბში “როსგვარდიის” თანამშრომელი მოკლეს
შემდეგი სტატიარუსეთმა “თურქული ნაკადის” ზღვის ნაწილის მშენებლობა დაასრულა