ამირან გამყრელიძე – ბევრი საყვედურის მიუხედავად, ვიტყოდი, მძიმე ავადმყოფებს უვლიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა, სიკვდილობის პროცენტული მაჩვენებელი დაბალია.

მისივე თქმით, ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ჯერჯერობით გამოწვევას უძლებს.

„მოსახლეობის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ისევ მსჯელობს, რომ კორონავირუსული ინფექცია მოგონილია, არ არსებობს, თითქოს ეს არის სურდო, მას გადაიტანს იოლად,ზოგი სახადსაც ეძახის. ხშირად ვსაუბრობთ, რომ ასე არ არის. კორონავირუსულმა ინფექციამ უკვე შეიწირა მილიონ ორასი ათასი და მილიონ სამასი ათასი ადამიანი. სამწუხაროდ, ჩვენთან, საქართველოში დღევანდელი დღით უკვე გარდაცვლილია 636 ადამიანი. პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოში სიკვდილობის მაჩვენებელი ერთ-ერთი დაბალია, მაგრამ მოგეხსენებათ, სიკვდილი პროცენტებში არ განისაზღვრება. თითოეული გარდაცვალება ოჯახისთვის, ახლობლებისთვის ტრაგედიაა. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რაც შეიძლება ნაკლები გქვონდეს გარდაცვალების მაჩვენებელი ქვეყანაში. მიუხედავად ძალიან რთული სიტუაციისა, ჯანდაცვის სექტორი ჯერჯერობით უძლებს ამ გამოწვევას და მიუხედვად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრეტენზია, საყვედურია, დღეს შემოსულ კითხვებში არის დაგვიანება სასწრაფოსი თუ გადაყვანა და ასე შემდეგ, მაინც ვიტყოდით, რომ მძიმე ავადმყოფების მოვლა მიმდინარეობს, შესაბამისად, ადრეულ ეტაპზე ხდება დიაგნოსტირება, ადამიანების იზოლირება. ამ ეტაპამდე საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი გვაქვს დაბალი, რაც პირველ რიგში, ჩვენი კოლეგების, ექიმების დამსახურებაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომას მართავს
შემდეგი სტატიაცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს