ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციას ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათ ცესკო-ს შენობასთან არსებულ ჯებირებს ხელ-ფეხს ურტყამენ და აცხადებენ, რომ პროტესტის ხმას ცესკო-ში მყოფ პირებს გააგონებენ. ასევე, აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირებზე სტიკერები გააკრეს. პარალელურად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ბევრი საყვედურის მიუხედავად, ვიტყოდი, მძიმე ავადმყოფებს უვლიან
შემდეგი სტატიაზახაშვილი: აქციების, რიტუალების, თავშეყრების დრო ახლა ნამდვილად არ არის