COVID-19-ით ინფიცირებული 1 009 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 441 მართვით სუნთქვაზეა

region
ავტ.: region დეკემბერი 27, 2020 11:54

COVID-19-ით ინფიცირებული 1 009 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 441 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 009 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 441 მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში 505 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 106, იმერეთში – 214. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 200 ადამიანი იმყოფება, აჭარაში – 84, იმერეთში – 67.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 3 208 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 ტესტი.

27 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 221 605 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 203 547 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 377 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

region
ავტ.: region დეკემბერი 27, 2020 11:54