შსს: ნახევარ კილომდე ალფა პვპ-სა და ბუპრენორფინის შეძენა-შენახვის ბრალდებით პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახევარ კილომდე ალფა პვპ-სა და ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პირის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით საქმეზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაCOVID-19-ით ინფიცირებული 1 009 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 441 მართვით სუნთქვაზეა