ცხინვალმა ახალგორში სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანაზე შესაძლოა, გადასახადი დააწესოს

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეები და მებაჟეები ახალგორთან მდებარე გამშვები პუნქტის მუშაობას ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. “სპუტნიკ ოსეტიას“ ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორში ე.წ. ვიცე-პრემიერის დიმიტრი კოზაევის ყოფნის შემდეგ მიიღო.

სააგენტოს ცნობითვე, ყოველდღიურად გამშვებ პუნქტს 700-მდე ადამიანი კვეთს, რომელთა უმრავლესობა კომერციულ საქმიანობას ეწევა, კერძოდ „საქართველოდან ხილი და ბოსტენული შეაქვთ, დღეში დაახლოებით 200 ტონა“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის განკარგულებით, „უნდა გაირკვეს, თუ რატომ იყიდება სოფლის მეურნეობის პროდუქცია, საქართველოსთან შედეარებით, სამმაგ და ოთხმად ფასად“.

„შექმნილი ვითარებს გათვალისწინებით, შეიქმნება აუცილებლობა, დავსვათ ეკოლოგიური და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ უგულვებელვყოფთ რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების შესაძებლობებს, რომლებსაც რაზდახანის გამშვებ პუნქტზე რეალური სიტუაცია პოტენციურად იძლევა”, – განაცხადა დმიტრი კოზაევმა.

banner
წინა სტატიაშიფსიქოტროპული აფთიაქების მონიტორინგის შედეგად, 13 ფარმაცევტის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლოში “ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს