საქალაქო სასამართლოში “ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასმართლო ბრალდებულების გუკა და მაია რჩეულიშვილების, ასევე ირაკლი მინდელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის საკითხი განიხილება. ბრალდებულების ადვოკატები ითხოვენ 12 ივლისის განჩინება შეიცვალოს და ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, არასაპატიმრო ღონისძიებით შეიცვალოს.

ირაკლი მინდელის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ადვოკატი აცხადებს, რომ არ არსებობს საფრთხე მინდელის მიმალვის ან გამოძიებისგან დამალვის საფრთხე, თუმცა პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს, რადგან პროკურორები ფიქრობენ, რომ არსებობს საფრთხე ბრალდებულების მიმალვის, მკიცებულებების მოპოვების ხელის შეშლის მიმართულებით. გუკა და მაია რჩეულიშვილებს, ასევე ირაკლი მინდელს გამოძიება ბათუმის თეთრი მაგნოლიის საქმეზე დიდი ოდენობით თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავება.

banner
წინა სტატიაშიცხინვალმა ახალგორში სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანაზე შესაძლოა, გადასახადი დააწესოს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ეს მეანაბრეების, ბანკის კლიენტებისა და აქციონერების რისკის დასაცავად კეთდება