“ჩვენი მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის საკმარისი არ არის”

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს, თუმცა მისი თქმით, აღნიშნული საკმარისი არ არის.

კვირიკაშვილის თქმით, პრაგმატული მოქმედებები საკმარისი არ არის, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უფლებას არ დაიცავს. “პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება საქართველო-რუსეთის ურთიერთობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ურთიერთობა მოიცავს სატრანსპორტო, ჰუმანიტარული და სხვა ურთიერთობებში თანამშრომლობას, თუმცა ჩვენი მცდელობა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის არ არის საკმარისი, თუ არ მოხდა ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და პატივისცემა”,- განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი ჩატარება როგორც საქართველოს, ასევე სამხრეთ კავკასიას პრობლემებს შეუქმნის. “ჩვენ, ასევე გვაღელვებს, ცხინვალის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების გეგმა რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხს. ამგვარი მოვლენები არამხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტს შეუშლის ხელს, არამედ ისედაც მოწყვლად სამხრეთ კავკასიის რეგიონს შესაძლოა უფრო დიდი გამოწვევები შეუქმნას”,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უკანონოდ ყრის ადამიანებს ციხეებში”
შემდეგი სტატიაქობულეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხე მოგლიჯა