“არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უკანონოდ ყრის ადამიანებს ციხეებში”

news
ავტ.: news აპრილი 21, 2016 15:22

“არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უკანონოდ ყრის ადამიანებს ციხეებში”

მნიშვნელოვანი

  • პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ადამიანებს უმიზეზოდ არ ყრის ციხეში, რაც რამდენიმე წლის წინ მასობრივად ხდებოდა.

სხვა სტატიები

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება ადამიანებს უმიზეზოდ არ ყრის ციხეში, რაც რამდენიმე წლის წინ მასობრივად ხდებოდა.

 

„ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც უკანონოდ ყრის ადამიანებს ციხეებში, რაც რამდენიმე წლის წინ ხდებოდა. საქართველოს ყველაზე ბევრი პატიმარი ჰყავდა ევროპაში. ჩვენ არ ვართ ხელისუფლება, რომელიც ჯიბეში გიყოფს ხელს, ციხედში გაგდებს, ან ახლობლებზე მიაქვს იერიში. ჩვენ ვართ ქვეყანა და ხალხი, რომელსაც ღრმად აქვს გამჯდარი ქართველობა.
დეპოლიტიზებული პოლიცია ებრძვის დამნაშავეს საზოგადოების ნებისმიერ ნაწილში. საპროცესი გარიგება აღარ მუშაობს უკვე როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ის ემსახურება სამართალს და არა ხელისუფლებას.
პენიტენციური სისტემა არ გახლავთ მასობრივი ტერორისა და შურისძიების ადგილი. მიავღწიეთ ჩვენ განვითარების უმაღლეს დონზე? რა თქმა უნდა არა, ამგვარი არც არავინ გახლავთ ევროპაში”, – განაცხადა პრემიერმა.
news
ავტ.: news აპრილი 21, 2016 15:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,233
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics