ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის დამცველობითი ეფექტი აქვს კორონავირუსს

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტს, დამცველობითი ეფექტი აქვს და კორონავირუსს ადვილად გადაიტანენ ადამიანები, თუ აცრილები არიან, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.

“ბცჟ-ზეც იგივე გამოქვეყნდა, რომ კორონავირუსი ნაკლებად ემართებათ და უფრო ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოთეზა, რომელიც არ არის მეცნიერული მტკიცებებით გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია მოცვა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის. პრაქტიკულად ყველა არის ჩვენს ქვეყანაში ბცჟ-თი აცრილი და ეს არ არის ახალი თაობა, ეს არის ძველი თაობაც, იმიტომ, რომ ბცჟ ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამრიგად, თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებით დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში”, – განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მესამე დღეა ადგილობრივებს თერმოსკრინინგს უტარებენ
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი – 21:00 საათიდან გადავდივართ ე.წ. კომენდანტის საათზე, მოვუწოდებ მოქალაქეებს, აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები