ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მესამე დღეა ადგილობრივებს თერმოსკრინინგს უტარებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში მესამე დღეა ადგილობრივებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს უტარებენ. სკრინინგი უკვე ჩაუტარდა 560-ზე მეტ მოქალაქეს.

თერმოსკრინინგის ჩატარება ზედაეწერში მას შემდეგ გადაწყდა, რაც სოფლის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს, რომელსაც უცხოეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჯერად გამოკვლეული მოქალაქეებიდან მაღალი ტემპერატურა არცერთს აღენიშნება.

თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ზედაეწერში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელი ანზორ ქობალია გაეცნენ.

banner
წინა სტატიაშიმედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს – ზურაბ ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიაჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის დამცველობითი ეფექტი აქვს კორონავირუსს