ჩრდილოეთ ოსეთში პროტესტში მონაწილეები დაიჭირეს

ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში 2020 წლის აპრილში კორონავირუსის გამო შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციაში მონაწილე ხუთი პირი დააკავეს და მათ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – 27 ივლისს “დოიჩე ველე” წერს.

ხუთივე მათგანს მასობრივ არეულობებში მონაწილეობის მიღება ედებათ ბრალად. ორმა მათგანმა ბრალი აღიარა, დანარჩენებმა საკუთარი თავის დამნაშავედ ცნობაზე უარი განაცხადეს. დაკავებულთა შორის არის დავით ოქრუაშვილი, რომელსაც ხუთი წლით და სამი თვით ციხე მიესაჯა.

სასამართლო პროცესი დონის როსტოვში მიმდინარეობდა.

2020 წლის 20 აპრილს პანდემიის გამო შეზღუდვების შემოღება დაახლოებით 2 500 პირმა გააპროტესტა. ისინი ეპიდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხალხის ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაში“სამიზნე არა კონკრეტული სამიზნე ან პოლიტიკური ოპონენტი, არამედ ზოგადად, ჩვენ, ჟურნალისტები გავხდით”
შემდეგი სტატიაევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრილია