“სამიზნე არა კონკრეტული სამიზნე ან პოლიტიკური ოპონენტი, არამედ ზოგადად, ჩვენ, ჟურნალისტები გავხდით”

“ქართული ოცნება” ცდილობს მოიგოს მორიგი არჩევნები და ეს არის მათი მორიგი პოლიტ. ტექნოლოგია, უბრალოდ, რაც ვერ გაითვალისწინეს, არის ის, რომ სამიზნე არა კონკრეტული სამიზნე ან პოლიტიკური ოპონენტი, არამედ ზოგადად, ჩვენ, ჟურნალისტები გავხდით”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” თანამშრომელი გიორგი ლაფერაშვილი საუბრობს.

ამ განცხადებებით ის “მთავარი არხის” გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას ეხმაურება.

“ჩემი აზრით, ძალიან, ძალიან არასწორია და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ყველას დავანახოთ ის, რომ სინამდვილეში ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ აზრს საქართველოში. ეს არის თავი და ბოლო ამ ამბის,” – ამბობს გიორგი ლაფერაშვილი.

banner
წინა სტატიაშისიმთვრალეში ავტომობილის მართვისთვის სანქციები მკაცრდება
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ ოსეთში პროტესტში მონაწილეები დაიჭირეს