ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აცრილია

ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70%-მა მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინა გაიკეთა, 18 წელს ზევით მოსახლეობის 57%-ი სრულად აცრილია – ბრიუსელში 27 ივლისს ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა. ამის მიუხედავად, კოვიდ-19-ის “დელტა” ვარიანტი საშიშია – თქვა ფონ დერ ლეიენმა და მიმართა მათ, ვისაც შეუძლია აცრის გაკეთება, საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ და აიცრან.

ევროკავშირს ვაქცინების საკმარისი რაოდენობა აქვს – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. ევროკავშირის მიზანი მოსახლეობის მინიმუმ 70%-ის სრულად აცრაა.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ ოსეთში პროტესტში მონაწილეები დაიჭირეს
შემდეგი სტატიაგიგაური: წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება ყველანაირ პრობლემას უქმნის კრიტიკულ მედიას