ჩინეთის საგარეო ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა

ჩინეთიდან მომსახურებისა და ნივთების ექსპორტი ივნისში 32,2%-ით გაიზარდა გასული წლის ივლისის მდგომარეობასთან შედარებით და 281 მილიარდი დოლარი შეადგინა – 13 ივლისს ჩინეთის მთავარი საბაჟო სამმართველომ გაავრცელა. ექსპერტები ასეთმა დინამიკამ გააოცა. კერძოდ, ეკონომისტები, რომელიც სააგენტო Reuters-მა გამოკითხა, ვარაუდობდნენ, რომ ზრდა 23,1%-ს შეადგენს – “დოიჩე ველე” წერს.

უფრო მეტად გაზრდილია იმპორტი. ივნისში მისმა მოცულობამ 230 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 36,6%-იან ზრდას ნიშნავს გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

წლის მეორე ნახევარში ჩინეთის ხელისუფლება საგარეო ვაჭრობის ტემპის შემცირებას ვარაუდობს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკამ პანდემიის პერიოდი წარმატებით გადალახა. პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ რეკორდული 18,3% შეადგინა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

banner
წინა სტატიაშიძალადობა უნდა დასრულდეს- ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიასაფრანგეთსა და საბერძნეთში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება