ძალადობა უნდა დასრულდეს- ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა

ძალადობა უნდა დასრულდეს, დაისაჯოს დამნაშავეები – ამ შინაარსის ბანერებით მდუმარე აქცია ბათუმში დღესაც გაიმართა. ერას მოედანზე აჭარაში მოქმედი მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ჟურნალისტები ლექსო ლაშქარავას ოჯახს უსამძიმრებენ.

“მთავარი სათქმელი იგივეა რაც გვაქვს სრულიად მედიას, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილმა. დღეს არის ლექსოს დაკრძალვა და მე დარწმუნებული ვარ, შეიძლება ძალიან ოპტიმისტი ვარ, რომ ღარიბაშვილი წავა, მას მიყვება აუცილებლად გომელაური”, – თქვა “ბათუმელებიდან” ეთერ თურაძემ.

banner
წინა სტატიაშირატომ დააფინანსა ევგენი პრიგოჟინმა ფილმი „ტურისტი“?
შემდეგი სტატიაჩინეთის საგარეო ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა