საფრანგეთსა და საბერძნეთში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

საფრანგეთსა და საბერძნეთში სამედიცინო პერსონალისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო იქნება – 12 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა “ტვიტერის” საკუთარ ბლოგებზე დაწერეს.
საფრანგეთში სამედიცინო პერსონალისთვის აცრა სავალდებული 15 სექტემბრიდან გახდება. ისინი, ვინც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე, ვერ შეძლებენ ჯანდაცვის სფეროში მუშაობას და ხელფასის აღებას – საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვევანმა განაცხადა.
გარდა ამისა, მათ, ვინც წლის დასაწყისში გაიკეთა აცრა, სექტემბერში ვალდებული იქნებიან მესამე დოზაც დაიმატონ, რომ იმუნიტეტი გაიძლიერონ – “დოიჩე ველე” წერს.

საბერძნეთში სავალდებულო ვაქცინაცია აგვისტოდან შედის ძალაში მათთვის, ვინც მოხუცთა სახლებში მუშაობს, სამედიცინო პერსონალისთვის კი 1 სექტემბრიდან. “ჩვენ ამ კრიზისის უკანასკნელი თავის დასრულება შეგვიძლია მხოლოდ მაშინ, როცა ყველა გაიკეთებს თავისუფლების აცრას” – საბერძნეთის პრემიერმა თქვა.

საფრანგეთსა და საბერძნეთში მოსახლეობის დაახლოებით 40%-ი სრულად არის აცრილი. უკანასკნელი დღეების მანძილზე ორივე ქვეყანაში იზრდება კოვიდ-ინფექცირებულტა რაოდენობა.

ექიმების აუცილებელი ვაქცინაცია იტალიაში მაისიდან მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის საგარეო ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: კრიმინალების ბრბო ცდილობს ლექსოს სახელის სიკვდილის შემდეგ გაშავებას