ჩინეთი საერთაშორისო მოვლენების მიუხედავად, რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 19 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი „განაგრძობს სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებას“ რუსეთთან, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს „საერთაშორისო ლანდშაფტი“.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, ჩინეთის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა ლე იუჩენგმა ეს მოსაზრება ჩინეთში რუსეთის ელჩს ანდრეი დენისოვს განუცხადა.

„როგორც არ უნდა შეიცვალოს საერთაშორისო ლანდშაფტი, ჩინეთი გააგრძელებს რუსეთთან სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებას, რათა მიაღწიოს მოგებიანი თანამშრომლობის მიღწევას, ერთობლივად დაიცვას ჩვენი საერთო ინტერესები და ხელი შეუწყოს ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოების შექმნას კაცობრიობის საერთო მომავლისთვის“, – განაცხადა იუჩენგმა.

ლემ, ასევე, დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის მდგრად თანამშრომლობას წლის პირველ კვარტალში ვაჭრობის 30%-ით გაიზარდა ადასტურებს.

banner
წინა სტატიაშიყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს, რომ უნდა გამოვიყენოთ მანიფესტაციები და სხვა პოლიტიკური ბერკეტები, რათა ხელისუფლება შეიცვალოს – მინაშვილი
შემდეგი სტატიარუსეთმა ფაქტობრივად წააგო ხარკოვისთვის ბრძოლა – სინეგუბოვი