რუსეთმა ფაქტობრივად წააგო ხარკოვისთვის ბრძოლა – სინეგუბოვი

რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვისთვის ბრძოლა წააგეს, მაგრამ ხარკოვის რეგიონის გავლით უკრაინის სიღრმეში შეღწევას ცდილობენ, – ამის შესახებ ხარკოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
„ფაქტობრივად, მტერმა წააგო ხარკოვისთვის ბრძოლა. მისთვის უკიდურესად რთული იქნება ჩვენს პოზიციებზე თავდასხმა. მტერს დარჩა ერთი მიმართულება – იზიუმის გავლით, რათა თავისი ჯარები დონეცკსა და ლუგანსკში გადაიყვანოს. რათა გაზარდოს მისი სამხედრო ყოფნა ამ მიმართულებით“, – განაცხადა სინეგუბოვმა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტერი იქ ყოველდღიურად კარგავს უამრავ ცოცხალ ძალას, თვითმფრინავებს და ჯავშანტექნიკას.

მისი თქმით, უკრაინელი დამცველები აქტიურად ათავისუფლებენ ხარკოვის რეგიონის სოფლებს, მაგრამ მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ საშიშია სახლში დაბრუნება.

„ჯერჯერობით არ არის უსაფრთხო დაბრუნება. ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება. გათავისუფლება ერთია, შენარჩუნება კი სხვა“, – აცხადებს ხარკოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე.

banner
წინა სტატიაშიჩინეთი საერთაშორისო მოვლენების მიუხედავად, რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიაუკეთესია ბუნებრივი აირის წარმოება ჩრდილოეთ ზღვაში, ვიდრე მისი ყიდვა ვლადიმერ პუტინისგან – დანიის პრემიერ-მინისტრი