ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს, რომ უნდა გამოვიყენოთ მანიფესტაციები და სხვა პოლიტიკური ბერკეტები, რათა ხელისუფლება შეიცვალოს – მინაშვილი

მშვიდობიანად, ვადამდელი არჩევნების გზით – ამის ფარგლებში იქნება მანიფესტაციები და დემონსტრაციები, რაც არის პოლიტიკური ბერკეტი ოპოზიციის ხელში, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რითაც ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების საკითხზე და გეგმებზე საუბარი ხდება ერთობლივად, ეს არ არის მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის” მიზანი და ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს, რომ უნდა გამოიყენონ მანიფესტაციები და სხვა პოლიტიკური ბერკეტები იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

,,ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ აქვს პერსპექტივა. საქართველო დადგა არა დასავლეთის, არამედ რუსეთის და ბელორუსის გვერდზე. უკრაინა იმარჯვებს და აუცილებელია ცვლილებების განხორციელება იმ მიზნით, რომ საქართველოს ჰქონდეს განვითარების პერსპექტივა.

მანიფესტაციები, დემონსტრაციები და სხვა პოლიტიკური პროცესები, როგორც თბილისში, ასევე თბილისს გარეთ – ეს პოლიტიკური ნაბიჯები მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე. ჩვენ დავრწმუნდით, რომ 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ არ გადადგა არცერთი ნაბიჯი, რომ ქვეყანა წასულიყო წინ.

ვადამდელი არჩევნების საკითხზე და გეგმებზე საუბარი ხდება ერთობლივად, ეს არ არის მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის” მიზანი. ყველა მთავარი მოთამაშე საუბრობს, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, რაც მეტი ხანი დარჩება ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მით უფრო მეტი პრობლემა გვექნება. ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს, რომ უნდა გამოვიყენოთ მანიფესტაციები და სხვა პოლიტიკური ბერკეტები იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს”, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალექსი არესტოვიჩის განცხადებით, რუსეთის მიერ ნატო-ს ბაზაზე იერიშის მიტანის შემთხვევაში „ომი რამდენიმე დღეში დასრულდება“
შემდეგი სტატიაჩინეთი საერთაშორისო მოვლენების მიუხედავად, რუსეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააძლიერებს – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო