ჩეხეთმა რუსული არმიის დანაშაული უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა რუსული არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა, – ამის შესახებ ჩეხეთში უკრაინის ელჩმა ევგენი პერებიინისმა განაცხადა.

„ჩეხეთის სენატმა უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები. მიღებული რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

სენატი მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომლის დროსაც რუსეთი არღვევს საერთაშორისო კონვენციებს და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

გარდა ამისა, ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატამ დაგმო რუსეთის მრავალი სამხედრო დანაშაული ბოროდიანკაში, ბუჩაში, ირპენსა და მარიუპოლში, რომლებიც დოკუმენტირებულია გაეროს, ეუთოს და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ და რომლებიც ასახავს ტერორს მოსახლეობის წინააღმდეგ, მასობრივ სიკვდილით დასჯასა და ასობით ადამიანის დეპორტაციას.

ჩეხი პარლამენტარები მოითხოვენ, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში თავმდგომად დედის შესვლას ითხოვს
შემდეგი სტატიამარიუპოლიდან სამხედროების გადასარჩენად რუსეთი ჩვენს შეთავაზებებს არ თანხმდება – ზელენსკი