მარიუპოლიდან სამხედროების გადასარჩენად რუსეთი ჩვენს შეთავაზებებს არ თანხმდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი მარიუპოლში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების გადასარჩენად უკრაინის არც ერთ შეთავაზებას არ თანხმდება. ამის შესახებ მან მალტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა.

“ქალაქის დამცველები მარიუპოლში რჩებიან. ისინი აგრძელებენ წინააღმდეგობას აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ინსტრუმენტს, რათა მათი გადარჩენა შევძლოთ. მაგრამ რუსეთი ჯერ არ დათანხმდა არცერთ შემოთავაზებულ ვარიანტს”.- ამბობს ზელენსკი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ პარტნიორებს სთხოვა საჭირო იარაღი მარიუპოლის დებლოკირებისთვის, რათა ყველა სამხედროს და სამოქალაქო პირის გამოყვანა მომხდარიყო.

“მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ეს იარაღი და ის რაოდენობა , რაც საჭიროა მარიუპოლის დებლოკირებისთვის”. – ამბობს უკაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთმა რუსული არმიის დანაშაული უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
შემდეგი სტატიაეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ და პოლიტიკური ანგარიშსწორება – ბურჯანაძე ნიკა გვარამიას საქმეზე