ჩეხეთის სენატს ქვეყნის პრეზიდენტის გადაყენება სურს

ჩეხეთის სენატს ქვეყნის პრეზიდენტის გადაყენება სურს

ჩეხეთის სენატი მომდევნო კვირას გადაწყვეტილებას მიიღებს უშიშროების კომიტეტს, ქვეყნის პრეზიდენტის მილოშ ზემანის გადაყენების შესახებ, წინადადებით მიმართოს – “ჩეხეთის რადიო” ავრცელებს.
სენატის უშიშროების კომიტეტის განცხადების თანახმად, ზემანი პრეზიდენტის თანამდებობას თავს ვერ ართმევს. კომიტეტის ხელმძღვანელმა პაველ ფიშერმა განაცხადა, რომ ეს განსაკუთრებით ზემანის ვრბეტიცაში მომხდარი აფეთქების თაობაზე გამოხატულ რეაქციაში გამოიხატა.

“დიდი ხანია ვთვლი, რომ მილოშ ზიმანი კონსტიტუციის მოწინააღმდეგეა. ამ აზრით კულმინაცია მისგან კრიზისის დროს გამოჩნდა, რომელიც ვრბეტიცას აფეთქების საქმეს ეხებოდა… სენატს კონსტიტუციური უფლება აქვს პრეზიდენტი გააკონტროლოს, ამიტომ ვალდებულია პრეზიდენტის მოქმედებები განიხილოს” – ფიშერმა თქვა და ხაზი გაუსვა იმას, რომ თუკი პრეზიდენტი საკუთარ ვალდებულებებს თავს ვერ ართმევს, მიზანშეწონილია მისი თანამდებობიდან გადაყენება.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდებში “ფაიზერი” შესაძლებელია მიოკარდიტს იწვევდეს – ებრაელი მეცნიერები
შემდეგი სტატიასასამართლომ სოფელ საყულიაში დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეუფარდა