ახალგაზრდებში “ფაიზერი” შესაძლებელია მიოკარდიტს იწვევდეს – ებრაელი მეცნიერები

ახალგაზრდებში

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ახალგაზრდების მცირე ნაწილში, რომლებიც “ფაიზერით” აიცრნენ, გულის ანთების შემთხვევები დაფიქსირდა. სავარაუდოდ, შემთხვევები კოვიდ-19-ის საწინააღმდგეო ვაქცინასთანაა დაკავშირებული – euronews-ი ავრცელებს.

თავად ფარმაკომპანიის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ არ დაუფიქსირებიათ მიოკარდიტის იმაზე მეტი შემთხვევები, ვიდრე ეს ზოგადად ხდება მოსახლობაში.
ისრაელში 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით 5 მილიონი პირია ვაქცინირებული. მათგან მიოკარდიტის 272 შემთხვევა დაფიქსირდა – მინისტრმა თქვა. განცხადებაში, რომელიც ამ შემთხვევის გამო გავრცელდა, აღნიშნულია, რომ “ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზის მიღებასა და 16-30 წლის ასაკის პირებში მიოკარდიტის წარმოქმნას შორის სავარაუდოდ, კავშირი არის. დაკვირვებით დადასტურდა, რომ გულის ანთების შემთხვევები ძირითადად 16-19 ასაკის ახალგაზრდებს გამოუვლინდათ.

“ფაიზერში” განაცხადეს, რომ მათ იციან ებარელი მეცნიერების განცხადების შესახებ და რომ ვაქცინასა და დაავადებას შორის კავშირს არ ადასტურებენ.

banner
წინა სტატიაში“დროა” პროკურატურას: დაიწყეთ გამოძიება შუქრუთელ ქალზე შესაძლო შანტაჟის ფაქტზე
შემდეგი სტატიაჩეხეთის სენატს ქვეყნის პრეზიდენტის გადაყენება სურს