ჩეხეთის სენატმა ქალებს გერდერულად ნეიტრალური გვარების ქონის უფლება არ მისცა

ჩეხეთის სენატმა ქალებს გერდერულად ნეიტრალური გვარების ქონის უფლება არ მისცა

ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესმა პალატამ არ მიიღო კანონპროექტი ქალთა უფლებაზე, თავად გადაწყვიტონ დოკუმენტებში საკუთარი გვარი ქალის ან მამაკაცის ვარიანტად ჩაწერონ.
გუშინ კანონპროექტი გენდერულად ნეიტრალური გვარების შესახებ ქვედა პალატამ 58 ხმით 33-ის წინააღმდეგ მიიღო.

გერმანული და რომანული ენებისგან განსხვავებით, სადაც ქალისა და მამაკაცის გვარი ერთნაირად გამოიყურება, ჩეხურ ენაში ქალის ქალიშვილობის ან ქმრისგან აღებულ გვარს ემატება “-ოვა”, მაგალითად, კვიტოვა, ნავრატილოვა. ამდაგვარად ფორმირდება პროფესიების ქალური ვარიანტებიც – “ბიბისი” წერს.

ჩეხ ქალს ამ დაბოლოებაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეთნიკურად ჩეხი არ არის, ან ისეთ უცხოელს გაყვა, რომელიც ჩეხეთში არ ცხოვრობს.
მეზობელ სლოვაკეთში, რომელიც რამდენიმე ათეული წელი ჩეხეთთან ერთად ერთი სახელწმიფოს შეადგენდა, ასეთი უფლება აქვთ ქალებს.
კანონპროეტის ერთ-ერთი ავტორია იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჰელენა ვოლკოვა. მისი თქმით, არსებული წესი “ქალს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს” და მათ მეორეხარისხოვან როლზე მიუთითებს.

ჩეხი ლინგვისტები, ფაქტობრივად, ერთხმად გამოდიოდნენ კანონოპროექტის წინააღმდეგ. მათი აზრით, ეს საუკუნეების მანძილზე არსებულ სიტყვათაწარმოქმნის სისტემას მოშლიდა.

სოციოლოგიურ გამოკითხვებში ახალ იდეას მხარს მხოლოდ მოსახლეობის 17% უჭერდა.

ჩეხები “ოვას” უმატებდნენ ყველა გვარს, მიუხედავად მისი წარმომავლობისა. მაგალითად ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი ჩეხურად ჟღერდა როგორც “მალგოჟატა ტეტჩეროვა”, ანგელა მერკელი – ანგელა მერკელევა, ჰილარი კლინოტნი – ჰილარი კლინტონოვა. უკანასკნელი წლები ამ ტრადიციისგან უარის თქმა დაიწყეს.

მნიშვნელოვანია, ასევე, რუსულ გვარებზე “ოვას” ხელახალი დაამტება. რუსულ და რუსულენოვან ქვეყნებში ბევრი გვარი მთავრდება “ოვაზე”, ჩეხეთში მათ კიდევ ერთ “ოვას” ამატებენ. მაგალითად, რუსი ტენისისტი მარია შარაპოვა ჩეხურად ჟღერს როგორც მარია შარაპოვოვა.

banner
წინა სტატიაშიმელია: სენატორებთან შეხვედრაზე უნდა ვისაუბროთ მომავალზე, რა ხედვა გვაქვს ოპოზიციას
შემდეგი სტატიაბელორუსი უფლებადამცველები პროტასევიჩთან ინტერვიუს გამო მაუწყებელს აკრიტიკებენ