ბელორუსი უფლებადამცველები პროტასევიჩთან ინტერვიუს გამო მაუწყებელს აკრიტიკებენ

წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია პროტასევიჩის სახეზე ძალადობის კვალზე საუბრობს

ბელორუსში მდებარე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “ვესნა” საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასული ოპოზიციონერი აქტივისტის რომან პროტასევიჩთან ჩაწერილი ინტერვიუს სრული ჩანაწერის გაშვება გააკრიტიკა. “ყველაფერი, რასაც პროტასევიჩი იტყვის, წნეხის ქვეშ არის ნათქვამი, მინიმუმ ფსიქოლოგიური. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, წმინდა წყლის პროპაგანდაა, რომლის უკან არანაირი მამტკიცებელი მასალები არ არსებობს” – “ვესნას” ხელმძღვანელმა ალეს ბელიაცკიმ 3 ივნისს თქვა. მისი აზრით, ბელორუსის სპეცსამსახურებმა პროტასევიჩი აიძულეს აღიარება გაეკეთებინა, რადგანაც მას “უსამართლო, მაგრამ ძალიან სერიოზული” ბრალდება წაუყენეს. მას სამი მუხლით ედება ბრალი: მასობრივი არეულობების ორგანიზება, ისეთი მოქმედებების ორგანიზება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს და სოციალური მტრობის გაღვივება. 2020 წლის ნოემბერში ბელორუსის უშიშროების სამსახურებმა ის ტერორისტების სიაში შეიყვანეს. მას, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა ემუქრებოდეს – “დოიჩე ველე” წერს.

3 ივნისის ინტერვიუში ოპოზიციონერი ჟურნალისტი ამბობს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასახელებს გვარებს, რომლებიც თითქოსდა არეულობების ორგანიზატორებიო არიან და აქებს ციხის პირობებს. მისი თქმით, იმდენ ხორც აძლევენ, რომ მთელი დღე ვერ ჭამს.
ბელორუსი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ჟურნალისტმა აღიარება იძულებით მისცა.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ბელორუსი ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ. ჟურნალისტთან ერთად მისი მეგობარი გოგოც დაკავებულია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჩეხეთის სენატმა ქალებს გერდერულად ნეიტრალური გვარების ქონის უფლება არ მისცა
შემდეგი სტატიააშშ-მ ქვეყნების დასახმარებლად 25 მილიონი დოზა ვაქცინა გამოყო, მათ შორის, საქართველოსთვის