სენცოვის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა

უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა – ამის შესახებ თვითონ სენცოვმა უთხრა უფლებადამცველ ნიკალაი შურს, რომელმაც რეჟისორის წერილიდან ნაწყვეტი საკუთარ “ფეისბუქ”-გვერდზე გამოაქვეყნა 1 ნოემბერს. სენცოვის თქმით, ის ბევრად უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე ერთი თვის წინ. “ანალიზი, ცხადია, ისევ კარგი არ არის, მაგრამ არც ისეთი ცუდია, როგორც ადრე. გადასხმებიც წინა კვირას შემიწყვიტეს. ახლა ძირითადად დიეტაზე ვარ, და წვრილმან ტაბლეტებზე. ასე, რომ ძალიან არ ინერვიულოთ – გადავრჩი” – შურმა აღნიშნა, რომ წერილი 29 ოქტომბერს არის გამოგზავნილი.
ოლეგ სენცოვს 2015 წელს რუსეთში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ყირიმში ტერაქტების მოწყობის მცდელობის ბრალდებით.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა გაეროს სამიგრაციო პაქტი არ მიიღო
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 25 ნოემბერს ჩაინიშნა