ჩავუშოღლუ – უკრაინა ითხოვს ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს, რის წინააღმდეგაც ისმის მოსაზრებები, განიხილება სხვა ვარიანტებიც

რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, თურქეთი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მოწოდებით გამოდის. ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა უცვლელია, ის საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა ამ საკითხზე აქტიურად საუბრობს იმ ქვეყნებთან, რომელთა საერთაშორისო გარანტორებად ხილვაც კიევს სურს.

„უკრაინას სურს, მიიღოს საერთაშორისო უსაფრთხოების ისეთივე გარანტიები, როგორიც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლშია გაწერილი. ამ ვარიანტის საწინააღმდეგო მოსაზრებები ისმის, განიხილება ალტერნატიული ვარიანტებიც“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ახალი ცივი ომის დასაწყისის თვითმხილველი ხდება.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს, მაგრამ საჭიროა აქტიური ნაბიჯები. თურქეთი მიისწრაფის, ამ საკითხში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს“, – განაცხდა ჩავუშოღლუმ.

banner
წინა სტატიაშიაშშ ომის გასაჭიანურებლად ყველაფერს აკეთებს – სერგეი შოიგუ
შემდეგი სტატიასაბერძნეთმა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა