აშშ ომის გასაჭიანურებლად ყველაფერს აკეთებს – სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები ომის გასაჭიანურებლად ყველაფერს აკეთებენ. ამის შესახებ განცხადება სერგეი შოიგუმ თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაზე გამოსვლისას გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ ეს შოიგუს პირველი საჯარო კომენტარია ბოლო სამი კვირის განმავლობაში.

„უცხოური შეიარაღების რაოდენობის მიწოდების ზრდა თვალსაჩინოდ მიუთითებს მათ მიზანზე, მოახდინონ კიევის რეჟიმის პროვიცირება, რომ მათ იბრძოლონ ბოლო უკრაინელის დაღუპვამდე“, – განაცხადა მინისტრმა.

სერგეი შოიგუ ბოლო პერიდოში მედიასთან იშვიათად ჩნდება. ბოლოს რუსეთის თავდაცვის მინისტრის კომენტარი ჟურნალისტებმა 8 აპრილს მიიღეს.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაჩავუშოღლუ – უკრაინა ითხოვს ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს, რის წინააღმდეგაც ისმის მოსაზრებები, განიხილება სხვა ვარიანტებიც