საბერძნეთმა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში რუსული ტანკერი დააკავა

საბერძნეთის ხელისუფლებამ რუსული ტანკერი დააკავა კუნძულ ევიას სამხრეთ სანაპიროსთან. ინფორმაცია CNN-ს ქვეყნის საზღვაო საქმეთა და კუნძულოვანი პოლიტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა დაუდასტურა.

პეგასი – ნედლი ნავთობის ტანკერი, რომელიც ცურავდა რუსეთის დროშით, ეკიპაჟის 19 რუსი წევრით, ქალაქ კარისტოსთან 15 აპრილს დააკავეს. სპიკერის თქმით, გადაწყვეტილება ევროკავშირის უახლეს სანქციებს ეფუძნება.

უწყებამ განმარტა, რომ ხელისუფლებამ დააკავა გემი, მაგრამ ტვირთის კონფისკაცია არ მომხდარა.

banner
წინა სტატიაშიჩავუშოღლუ – უკრაინა ითხოვს ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს, რის წინააღმდეგაც ისმის მოსაზრებები, განიხილება სხვა ვარიანტებიც
შემდეგი სტატიახულოს სოფელში ბაბუა და სამი წლის შვილიშვილი ხევში გადავარდნენ