ცერცვაძე: როცა პირბადეს არ ატარებ, გარკვეულწილად გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას იღებ

“თითოეულმა პიროვნებამ უნდა გაითავისოს, რომ როცა პირბადეს არ ატარებს და რეგულაციებს არ იცავს, ის გარკვეულწილად იღებს პასუხისმგებლობას გარდაცვალების შემთხვევებზე, რომელიც საქართველოშია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, განაცხადა.

“ძალიან სუსტი ადგილია ჩვენი მოსახლეობისთვის, პირბადეების ტარება არ უყვართ. ფიქრობენ, მე არ დამემართება, იოლად გადავიტან. კი ბატონო, შენ შეიძლება იოლად გადაიტანო, მაგრამ საფრთხეს უქმნი გარემოს, ახლობლებს, მეგობრებს, მათ შორის ასაკოვნებს.

მე მინდა თავისი შინაარსით მკაცრი განცხადება გავაკეთო. თითოეულმა პიროვნებამ უნდა გაითავისოს, რომ როცა პირბადეს არ ატარებს და რეგულაციებს არ იცავს, ის გარკვეულწილად იღებს პასუხისმგებლობას გარდაცვალების შემთხვევებზე, რომელიც საქართველოშია. გარდაცვალების შემთხვევები ციდან ხომ არ მოსულა?! მათ ხომ ვიღაცისგან დაემართათ?!“, – განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე ხვალ პარტიას „ხალხისთვის” აფუძნებს
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს