ანა დოლიძე ხვალ პარტიას „ხალხისთვის” აფუძნებს

ანა დოლიძე ხვალ პარტიას „ხალხისთვის“ აფუძნებს.

პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება ხვალ, 22 მაისს,12:00 სთ-ზე.„ვქმნით სრულიად ახალი ტიპის პარტიას – „ხალხისთვის”.

“ხალხისთვის“ არის ისეთი სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, სადაც მთავარიფასეულობაა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურსამართლიანობაზე დამყარებული ერთობა, სადაც თითოეულ ადამიანს უწევსფიქრი არა გადარჩენაზე, არამედ განვითარებაზე.

ჩვენ ვირჩევთ მმართველობის ისეთ გზას სადაც სოციალური თანასწორობა არის, სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი იდეა სადაც შიმშილი არ იქნება ქვეყნის, უმთავრესი გამოწვევა და თითოეულ ოჯახზე ზრუნვა იქნება არა მოვალეობა . არამედ გააზრებული პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე.

ჩვენ გვჯერა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის და გვწამს რომ შეგვიძლია, ავაშენოთ კეთილდღეობის სახელმწიფო.

ამიტომ ვერთიანდებით შესაბამისი ფასეულობების ხედვისა და კომპეტენციის, პირები ვინც ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით სამართლიანობისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის დარწმუნებულნი ვართ ბევრ პროფესიონალთან ერთად რომელიც იზიარებს ჩვენ ხედვებს სწრაფი ნაბიჯებით შევძლებთ წინ წასვლას მთავარი მიზნის და ხალხის დაკვეთის შესასრულებლად”, – აღნიშნავს ხალხისთვის ლიდერი ანა დოლიძე

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია აფხაზებს გონივრული გადაწყვეტილებებისა და ერთად დგომისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაცერცვაძე: როცა პირბადეს არ ატარებ, გარკვეულწილად გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას იღებ