ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებების მიუხედავდ ისრაელის ოპერაცია “კედლების მცველები” ისევ გრძელდება

სამშაბათს იერუსალიმში, ძველი ქალაქის დამასკოს კედლებთან დემონსტრანტებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. კონფლიქტის მეცხრე დღეს, პალესტინის ტერიტორიებზე, არაბებით დასახლებულ ქალაქში, კერძოდ კი დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში გაფიცვები დაიწყო.

მცირეოდენი შესვენების შემდგ ისრაელმა ღაზაზე ავიაშეტევები განაახლა, პალესტინელმა ბოევიკებმა კი – ისრაელის ტერიტორიების სარაკეტო იერიშები.

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპერაციას გააგრძელებს, რომ “ჰამასის” და “ისლამური ჯიხადის” წევრები გაანადგუროს. ამავე დროს აშშ და სხვა ქვეყნები მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

წუხელ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტებზე შეტევა განაგრძო, რომლის შედეგადაც ორი შენობა განადგურდა, სადაც დაჯგუფების შტაბი და ოფისები მდებარეობდა – ისრაელის თავდაცვის არმიამ გაავრცელა. გარდაიცვალა ორი პალესტინელი და დაჭილია 7. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებუყლი ინფორმაციით, კონფლიქტის პირველ კვირას 212 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 100-ზე მეტი ქალი და ბავშვი. ისრაელის მხრიდან გარდაცვლილია ათი პირი, მათ შორის, ორი ბავშვი. 50 ათასზე მეტმა პალესტინელმა საკუთარი სახლები დატოვეს – გაერო ავრცელებს. ღაზას სექტორთან ახლოს მყოფი ტერიტორიის მკვიდრები საათობით სხედან თავშესაფრებში.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International გაავრცელა, რომ ისრაელის მხრიდან დასახლებული რაიონების დაბომბვა, შესაძლებელია, სამხედრო დანაშაულს გაუტოლდეს. “ისრაელის ძალებმა პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ შოკისმომგვრელი გაუფრთხილებლობა გამოიჩინეს საცხოვრებელ სახლებზე იერიშის მიტანით, რომლის დროსაც მთელი ოჯახები დაიღუპა” – ორგანიზაცია წერს.

ისრაელის ხელისუფლება ამბობს, რომ მათი ოპერაციის მიზანი “ჰამასის” ინფრასტრუქტურაა და რომ ყველა ზომას იღებენ იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის დონე მინიმალური იყოს. მათი ინფორმაციით, პალესტინაში გარდაცვლილთაგან 150 პირი “ჰამასის” ბოევიკები არიან. თვითონ დაჯგუფება საკუთარ რიგებში მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

წუხელ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიახუმ განაცხადა, რომ ოპერაცია “კედლების მცველები” გაგრძელდება იმდენი ხანი, რამდენიც აუცილებელია ქვეყანის მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის.
დღეს დილით ისრაელის ძალებმა ისრაელ-იორდანიის საზღვარზე უცნაური დრონი ჩამოაგდეს. ვინ და რა მიზნით გამოუშვა ის, ებრაელი სამხედროები არ ავრცელებენ. იორდანიასთან ისრაელს მშვიდობის შესახებ შეთანხმებაზე აქვს ხელი მოწერილი. მაშინ იორდანიელების პოზიცია პალესტინელებმა შეაფასეს როგორც გამყიდველური.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
შემდეგი სტატიაჰესის გამო დატბორილი იტალიური სოფელი წყალსაცავის დაშრობის შემდეგ ისევ გამოჩნდა