ჰესის გამო დატბორილი იტალიური სოფელი წყალსაცავის დაშრობის შემდეგ ისევ გამოჩნდა

დატბორილი იტალიური სოფელი წყალსაცავის დაშრობის შემდეგ ისევ გამოჩნდა

ლაგო დე რეზიას ხელოვნური ტბა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს, ცნობილია იმით, რომ ტბიდან მე-14 საუკუნის ეკლესიის სამრეკლო მოჩანდა. ამ ხედით შაგონებულმა “ნეთფლიქსმა” სერიალიც შექმნა სახელწოდებით
Curon.

როცა წყალსაცავი დააშრეს, სოფელ კურონის ნაშთი იპოვეს, სადაც ასობით ადამიანი ცხოვრობდა 1950 წლამდე, მანამდე, სანამ ჰესის ასასენებლად ხელოვნურ ტბას შექმნიდნენ. სოციალრ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე დამშრალი ტბის ფსკერზე კედლები, საფეხურები, სარდაფები ჩანს. ადგილობრივმა ლუიზა ასოლინიმ “ტვიტერში” დაწერა, რომ თავისი ყოფილი სოფლის ნანგრევებში სიარულისას “საოცარი გრძნობა” ჰქონდა.

სოფელი კურონის ადგილზე, ადგილობრივების პროტესტის მიუხედავად მთავრობამ ხელოვნური წყალსაცავი შექმნა. წყლის ფსკერზე აღმოჩნდა 160 სახლი. ხელისუფლებამ სოფლის მკვიდრთ ახალი საცხოვრებლები გადასცა. ზოგიერთები კი დარჩნენ ახალ სოფელში, რომელიც მოშორებით გააშენეს.

banner
წინა სტატიაშიცეცხლის შეწყვეტის მოწოდებების მიუხედავდ ისრაელის ოპერაცია “კედლების მცველები” ისევ გრძელდება
შემდეგი სტატიასააკაშვილი: მე მელიას ადგილზე დავისვენებდი