დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. აცრა კალაძემ ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა.

აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერი „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

„უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს ,,სინოფარმით“ ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, – წერს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშიTDI ჯაღმაიძეზე: დმანისზე გაკეთებული განცხადება ძალადობას ახალისებს, შუღლს აღვივებს
შემდეგი სტატიაცეცხლის შეწყვეტის მოწოდებების მიუხედავდ ისრაელის ოპერაცია “კედლების მცველები” ისევ გრძელდება