ბუდისტი ბერი დეპრესიაში ჩავარდა და მონასტერს სასამართლოში უჩივლა

იაპონიაში ბუდისტმა ბერმა მონასტერს, სადაც მსახურობდა, სასამართლოში უჩივლა – Channel News Asia წერს. მამაკაცი კოია-სანის მთაზე მდებარე მონასტრისგან, რომელიც ქალაქ ოსაკასთან მდებარეობს, 78 ათასი დოლარის კომპენსაციას ითხოვს. მას აიძულებდნენ, ორი თვის მანძილზე დასვენების დღეების გარეშე კაფეში მუშაობას, მისი სხვა მოვალეობებიც სასულიერო პრაქტიკა არ იყო. შედეგად ის დეპრესიაში ჩავარდა – აცხადებს ბერის წარმომადგენელი ნორიტაკე სირაკურა.
“თუკი თქვენ ბერი ხართ, თქვენი მუშაობის დრო დარეგულირებული არ არის. თქვენ გაძლევენ დავალებას და გეუბნებიან, რომ ეს რელიგიური აღზრდის ნაწილია. და თუკი ეს აღზრდაა, აუცილებელია სერიოზული სირთულეების გადალახვა” – ამბობენ მონასტერში.
2015 წელს, როცა რაიონი არსებობის 1200 წლისთავს აღნიშნავდა, ბერი იძულებული გახდა 64 დღე ზედიზედ ემუშავა – ამბობს ბერის წარმომადენელი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ამ თავისუფალმა გამონათქვამმა, ეს განცხადებაც არ იყო, თავისი პირველი, უარყოფითი შედეგი უკვე გამოიღო
შემდეგი სტატია„რუსეთმა, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ უნდა უზრუნველყოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროპის საბჭოს შესაბამისი მექანიზმების დაშვება“ – მიხეილ ჯანელიძე