ეს ორი განსხვავებული ადამიანია, არ ვიცი მე ამ პიროვნებას დავუბრუნდები თუ არა – ზელენსკი თავის ფოტოებზე

„ეს ორი განსხვავებული ადამიანია. დარწმუნებული არ ვარ, დავუბრუნდები თუ არა მე ამ ადამიანს“, – ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი Bind-თან ინტერვიუს დროს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მის ფოტოკოლაჟს.

უკრაინის პრეზიდენტის პირველი ფოტო რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეა გადაღებული, მეორე კი – ბუჩაში, ომის დაწყებიდან 41-ე დღეს.

Bind-ის ჟურნალისტმა, პოლ რონცჰაიმერმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა, თუ რას ხედავდა იგი ღამით, დაძინებამდე.

„ვერაფერს ვხედავ. ძალიან მიჭირს დაძინება. არ მახსოვს ბოლოს კარგად როდის მეძინა“, – უპასუხა მან.

აღნიშნულმა გამოცემამ ასევე, ყურადღება გაამახვილა ვოლოდიმირ ზელენსკის გარეგნობის ცვლილებაზეც და აღნიშნა: „ყოველთვის მოღიმარი, პოზიტიური და ზოგჯერ სერიოზული, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა ძალიან დაღლილად და შეშფოთებულად გამოიყურება”.

„უკვე თვეზე მეტია, იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებულ, საშინელ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს“, – წერს გამოცემა ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობები ომის დანაშაული იყო და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ – შოლცი
შემდეგი სტატია33 წლის წინ ქართველები იბრძოდით არა მხოლოდ თქვენი, არამედ, ყველა იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდა საბჭოთა კავშირს – გონჩარენკოს ჩართვა რუსთაველზე