ბრუნეიში ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ღალატის შემთხვევაში ქვით ჩაქოლვა შემოიღეს

ბრუნეიში სისხლის სამართლის კოდექსი გაამკაცრეს. შარიათის კანონის თანახმად, ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ღალატის შემთხვევაში სიკვდილით დასჯა შემოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმა საერთაშორისო არენაზე პროტესტი გამიწვია, 3 აპრილს ის ძალაში შევიდა. კანონის თანახმად, ცოლქმრული ღალატი და ერთნაირსქესიანთა ქორწინება ქვით ჩაქოლვით დაისჯება.

მარტის შუა რიცხვებში კანონს მხარი დაუჭირა ჰასანალ ბოლკიახმა, რომელიც ქვეყანას 1967 წლიდან მართავს.

ბრუნეის სასულთნო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და მალაიზიას.

banner
წინა სტატიაშიინგუშეთში აქტივისტების ჩხრეკა და დაკავება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთში არარეგულარული რეისები გააუქმა