ინგუშეთში აქტივისტების ჩხრეკა და დაკავება მიმდინარეობს

ინგუშეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა 3 აპრილს ადგილობრივი საპროტესტო აქტიის აქტივისტებისა და ლიდერების ჩხრეკა ჩაატარეს. ზოგიერთი მათგანი კი დაკავებულია. მათ შორის, დააპატიმრეს, ინგუშეთის ერთიანობის კომიტეტის წევრი ბახარ ჩემურზიევი, აჰმედ პოგოროვი, მუსა მალსაგოვი, ზაფირა საუტიევა, ბაგაიტრინ ხაუტიევი და აჰმედ ბარახოევი – ინტერნეტ-პორტალ “მბხ მედიაზე” დაყრდნობით “დოიჩე ველე” ავრცელებს.

ინგუშეთში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ აღსდგა. აქციის მონაწილეები რეფერენდუმის გარეშე ჩეჩნეთისთვის ინგუშეთის ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებენ და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი მოამზადეს
შემდეგი სტატიაბრუნეიში ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ღალატის შემთხვევაში ქვით ჩაქოლვა შემოიღეს