უკრაინამ რუსეთში არარეგულარული რეისები გააუქმა

კიივის მთავრობამ 3 აპრილს უკრაინა-რუსეთს შორის არარეგულარული რეისები აკრძალა. გამონაკლისია მხოლოდ ის რეისები, რომელიც აუცილებელია გაეროს, ეუთოსა და წითელი ჯვარის მოღვაწეობისათვის. კანონის ინიციატორია ქვეყნის შს მინისტრი არსენ ავაკოვი. მინისტრის თქმით, ამ ნაბიჯზე მას შემდეგ წავიდნენ, რაც უკრაინელმა პოლიტიკოსებმა იური ბოიკომ და ვიქტორ მედვედჩუკმა “საკანონმდებლო ლავირებით” ისარგებლეს იმისთვის, რომ მოსკოვში გაფრენილიყვნენ. აღნიშნული პოლიტიკოსები 22 მარტს რუსეთის ფედერაციის ლიდერს დიმიტრი მედვედევს შეხვდნენ. მათი ვიზიტის გამო უკრაინაში გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიბრუნეიში ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ღალატის შემთხვევაში ქვით ჩაქოლვა შემოიღეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთში დააპატიმრეს პირი, რომელიც საბავშვო ბაღში ტერაქტს გეგმავდა