ბრიუსელში სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე კონფერენცია მიმდინარეობს

სირიაში სამხედრო კონფლიქტი უკვე მეშვიდე წელია მიმდინარეობს, გაეროს ჰუმანიტარული რესურსები ამოწურულია -ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა. 24 აპრილს ბრიუსელში ევროკავშირის და გაეროს მიერ ორგანიზებული კონფერენცია დაიწყო. “სირიაში მილიონობით ბავშვმა არ იცის რა არის მშვიდობა” – გაეროს კოორდინატორმა ჰუმანიტარულ საკითხებში მარკ ლოუკოკმა თქვა. ორგანიზაციას და მის პარტნიორებს 3,5 მილიარდი ევრო სჭირდებათ 13 მილიონი სირიელის დასახმარებლად. თუკი მათ დახმარებას არ გაუწევენ, იმის საშიშროება არსებობს, რომ 6,5 მილიონი ადამიანი პირველადი საჭიროების ნივთების გარეშე დარჩება. ლოუკოკის თქმით, მიმდინარე წელს სირიის კონფლიქტი უფრო გამწვავდა. გაეროს მონაცემებით, სირიაში მარტამდე სამედიცინო დაწესებულებებზე 70 თავდასხმა მოხდა. ზოგადად კი, სირიის ომი უფრო მოცულობითი და თანამედროვეობის ერთ-ერთი რთული ჰუმანიტარული კრიზისი გახდა – თქვა მან.
გაეროს მონაცემებით, ახლოაღმოსავლეთის რეგიონში თავშესაფარს დაახლოებით 11 მილიონი სირიელი საჭიროებს. მათგან ნახევარს საკუთარი ქვეყანა არ დაუტოვებია. იორდანიაში, სადაც მოსახლეობა 9 მილიონია, 3 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს, ლიბანში კი, სადაც 4 მილიონია მოსახლეობა – 1 მილიონი სირიელი ლტოლვილია.

banner
წინა სტატიაში“დიდი შვიდეული” მზად არის რუსეთს სანქციები გაუფართოვოს
შემდეგი სტატიალუკაშენკომ მოსკოვი გააკრიტიკა