ლუკაშენკომ მოსკოვი გააკრიტიკა

ლუკაშენკომ მოსკოვი გააკრიტიკა ალექსანდრ ლუკაშენკომ იმის გამო, რომ რუსეთმა ბაზარზე ბელორუსული პროდუქტების შეტანა აკრძალა, უკმაყოფილება გამოთქვა. ლოკაშეკოს აზრით, “რუსეთი რძის, ხორცის, შაქრის ბატალიებს აწყობს ბელორუსული ნატურალური პროდუქტების დაბლოკვით” – ბელორუსის პრეზიდენტმა 24 აპრილს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, “სავაჭრო ომები პლანეტას აზანზარებს”. მისი ანალიზით მსოფლიოში უკიდურესად დაძაბული სიტუაცია, რაშიც მან რუსული მედია დაადანაშაულა. ლუკაშენკომ საკუთარ ხალხს სიმშვიდისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშიბრიუსელში სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე კონფერენცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ბლუმბერგი” ტრამპისა და მოსკოველი პროსტიტუტის საქმის დეტალებზე წერს