“დიდი შვიდეული” მზად არის რუსეთს სანქციები გაუფართოვოს

“დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა მზაობა გამოთქვეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოვების შესახებ – ამაზეა საუბარი მინისტრების ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც წუხელ გვიან გამოქვეყნდა. მომავალში “შემზღუდავ ზომებს გამოიყენებენ მანამდე, სანამ რუსეთის საქმიანობა მოითხოვა ამას”. სანქციების ვადა პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასა და მინსკის ხელშეკრულების შესრულებაზე – G7-ს ქვეყნების წარმომადგენლებმა თქვეს შეხვედრაზე, რომელიც 22-24 აპრილი მიმდინარეობს.
გარდა ამისა, G7 სახელმწიფოებმა რუსეთი დემოკრატიულ სისტემებში ჩარევის გამო გააკრიტიკეს. ამასთანავე, “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა წინადადება წამოაყენეს რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობების გამონახვაზე. “მოსკოვი კონსტრუქტიული პარტნიორი უნდა გახდეს” – აშშ-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ სალივანმა თქვა – წერს “დოიჩე ველე”. მან რუსეთის ახლანდელ მოქმედებებს “მიუღებელი” უწოდა, კერძოდ, სალივანმა ახსენა სოლსბერიში მომხდარი სკრიპალების მოწამვლა, ასევე რუსეთის მოქმედებები უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ლაშა გოგოია აირჩიეს
შემდეგი სტატიაბრიუსელში სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე კონფერენცია მიმდინარეობს