ბრიუსელის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილის წერილი აღმოაჩინეს

გამომძიებლებმა აღმოაჩინეს წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, ბრიუსელში მარტის ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორს ეკუთვნის – ფრანგული მედია წერს.
წერილი კომპიუტერში იპოვეს, რომელიც ნაგვის ყუთში იყო დატოვებული. მისი ავტორია მოჰამედ აბრინი – მამაკაცი ქუდით, რომელიც ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ბრიუსელის აეროპორტში.
აბრინი აპრილში დაიჭირეს სამართალდამცველებმა.
აღმოჩენილი წერილიდან ჩანს, რომ აბრინი პარიზის ტერაქტებს დადებითად აფასებს, რომელიც გასული წლის ნოემბერში მოხდა და იქვე გამოთქვამს სურვილს, თვითონაც იმავე სიკვდილით მოკვდეს.

ფრანგული არხის BFMTV-ის თქმით, აბრინი წერილის განადგურებას შეეცადა და ის კომპიუტერის კალათაში ჩააგდო. დაუდგენელია, წერილი, რომლის არსებობის შესახებ პოლიციამ მარტშივე იცოდა, მხოლოდ ახლა რატომ გახდა მედიისთვის ცნობილი. ბელგიის ფედერალური პროკურატურა ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის ტერაქტების სერია მარტში მოხდა. მას 35 ადამიანი ემსხვერპლა და 350-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისპეციალურ მოწოდებებზე საგანგებო განცხადების გაკეთებას არ ვაპირებთ – აბაშიშვილი „ეროვნულ ფორუმს“ პასუხობს
შემდეგი სტატია“თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, ეს მარტო “არ მომწონს“ პრინციპით არ უნდა ახსნას”