“თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, ეს მარტო “არ მომწონს“ პრინციპით არ უნდა ახსნას”

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, იმ შემთხევაში, თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციონ სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტოს დაადებს, მისი გადაწყვეტილება კარგად არგუმენტირებული უნდა იყოს.

ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, თუ აღნიშნული გადაწყვეყილება მხოლოდ “არ მომწონს“ პრინციპით იქნება განპირობებული, მაშინ ქუცნაშვილი კანონის თავდაპირველ ვარიანტს დაუჭერს მხარი. მან განაცხადა, რომ ზემოთხსენებული კანონი საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

“როდესაც ეს კანონი მივიღეთ, შევეცადეთ, აგვეხსნა საზოგადოებისთვის ის არგუმენტაცია, რას ემყარებოდა ჩვენი მოსაზრება.

ამიტომაც, განცხადება, რომ მე არ ვეთანხმები, საკმარისი არ არის. თუ გინდათ, რომ შეფასება იყოს ობიექტური, მაშინ ის დასაბუთებულიც უნდა იყოს. დასაბთებულ შენიშვნების გაცნობის შემდეგ კი, მოგვეცემა შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ, რომელია უფრო მიზანშეწონილი. კონსტიტუციურ დარღვევას მე აქ ვერ ვხედავ, რადგან ყველა ის გადაწყვეტა, რომელიც ჩვენ მოვძებნეთ, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ ყოფილა. მე დაველოდებოდი პრეზიდენტს და თუ ის იქნება შენიშვნების დასაბუთება, ამის შემდგომ სხვა შეფასებებს გავაკეთებდი“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე განმარტებით, არსებული კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს მაინც დაადებს, ამ გადაწყვეტილების დაძლევა იმდენივე ხმით უნდა მოხდეს, რამდენითაც ეს კანონი იქნა მიღებული.

ამის შემდეგ, კანონს იგივე ხმების რაოდენობით უნდა ეყაროს კენჭი, თუმცა ქუნაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაზე, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე საუბარი ნაჩქარევია.

“ნაადრევია ვეტოს დაძლევაზე მსჯელობა. ჩვენ წარმოვადგინეთ დასაბუთება, რატომ ჩავთვალეთ ამ კანონის მიღება საჭირო. თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მყარად დაასაბუთებს და იტყვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მცდარი იყო, მაშინ მე დავფიქრდები. თუ ეს ვერ დასაბუთდა და ის მარტო “არ მომწონს“ პრინციპით იქნება ახსნილი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მე თავდაპირველ ვარიანტს დავუჭერ მხარს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში” ცვლილებები 11 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილის წერილი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაგლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ