სპეციალურ მოწოდებებზე საგანგებო განცხადების გაკეთებას არ ვაპირებთ – აბაშიშვილი „ეროვნულ ფორუმს“ პასუხობს

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული 5 პირის შეწყალებისკენ დღეს პრეზიდენტს „ეროვნულმა ფორუმმა“ მოუწოდა. კახა შარტავამ აღნიშნულ საკითხზე სპეციალური ბრიფინგი მოიწვია. ფორუმის მოწოდებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა უპასუხა:

„ე.წ. კაბელების საქმეზე პრეზიდენტი არის დეტალურად ინფორმირებული, პრეზიდენტმა ჯერკიდევ ორი დღის წინ გააკეთა განცხადება აღნიშნულ საკითხზე. ცალკეულ სპეციალურ მოწოდებებზე საგანგებო განცხადების გაკეთებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაბრიუსელის ტერაქტებში მთავარი ეჭვმიტანილის წერილი აღმოაჩინეს