ბრიტანულმა სასამართლომ თურქი ბიზნესმენის აკინ იფექის ექსტრდირებაზე თურქეთს უარი უთხრა

ბრიტანულმა სასამართლომ თურქი ბიზნესმენის აკინ იფექის ექსტრდირებაზე თურქეთს უარი უთხრა.ლონდონის სასამართლომ, საქმეს ″პოლიტიკურად მოტივირებული″ უწოდა და ამ მოტივით აკინ იფექის თურქეთში ექსტრადირებაზე უარი თქვა.
ლონდონში მიმდინარე დავა რითაც თურქეთი, ბიზნესმენ აკინ იფექისა და მასთან ერთად ბრალდებული ორი პირის, გიულენის მოძრაობასთან სავარაუდო კავშირის გამო მათ თურქეთში ექსტრადირებას ითხოვდა, დასრულდა.

ვესტმინსტერის სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მოსამართლემ აკინ იფექის და მასთან ერთად მყოფი ალი ჩელიკისა და თალიპ ბუიუქის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ″პოლიტიკურად მოტივირებული″ უწოდა და მათი ექსტრადირების შესახებ თურქეთის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თურქეთი, სავარაუდოდ, განაჩენს ზემდგომ სასამართლოში გაასაჩივრებს.
Financial Times-ის ინფორმაციით, სასამართლოს თქმით, აქინ იფექისა და დანარჩენი ორი ბრალდებულის თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში ისინი რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან და მათი ადამიანური უფლებები დაირღვევა.
მოსამართლე ჯონ ზანი თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ თურქეთში კანონი უზენაესობასთან დაკავშირებით ″სერიოზული ეჭვები″ აქვს და ვერ დარწმუნდა იმაში, რომ აკინ იფექის, ალი ჩელიკისა და თალიპ ბუიუქის თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში ისინი სამართლიანად გასამართლდებიან.
ბრიტანეთში სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა აბდულჰამით გიულმა აკინ იფექის ექსტრადაციაზე უარი თქმას ″მიუღებელი″ უწოდა.
″ბრიტანეთის სასამართლოს მიერ ექსტრადირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, პოლიტიკური შინაარსის შეფასებას შიეცავს. ამიტომ, ექსტრადირების მოთხოვნაზე უარის თქმა და მიზეზები ჩვენთვის მიუღებელია,″ – განაცხადა გიულმა.

banner
წინა სტატიაში“დიდმა შვიდეულმა” რუსეთისგან უკრაინელი მეზღვაურების გაშვება მოითხოვა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პრემიერს საუდის მემკვიდრე პრინცთან ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის განხილვა სურს