ბრიტანეთის პრემიერს საუდის მემკვიდრე პრინცთან ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის განხილვა სურს

პრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მას Washington Post-ის ჟურნალისტის, წარმოშობით საუდელი ჯამალ ხაშოგის მკვლელობის განხილვა სურს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან არგენტინაში, სადაც G-20 სამიტი ტარდება. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბუენოს-აირესში მიფრინავდა, მეიმ თქვა, რომ ბრიტანეთის მთავრობას სურს “სრული და ღია გამოძიების ნახვა სურს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და ვინ არის მასზე პასუხისმგებელი” – “დოიჩე ველე” წერს.

ბრიტანული Guardian-ის მონაცემებით, ბრიტანეთის მთავრობას ოფიციალურად არ დაუდასტურებია ის ფაქტი, რომ მეისა და პრინცის შეხვედრა იგეგმება.
ჯამალ ხაშოგი, რომელიც მემკვიდრე პრინცს მუდმივად აკრიტიკებდა, თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს

banner
წინა სტატიაშიბრიტანულმა სასამართლომ თურქი ბიზნესმენის აკინ იფექის ექსტრდირებაზე თურქეთს უარი უთხრა
შემდეგი სტატიამერკელის თვითმფრინავის გაფუჭებაში დანაშაულებრივი კვალი არ იკვეთება