“დიდმა შვიდეულმა” რუსეთისგან უკრაინელი მეზღვაურების გაშვება მოითხოვა

“დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის ხელისუფლებისგან უკრაინელი მეზღვაურების და გემების განთავისუფლება მოითხოვეს, რომელიც ქერჩის სრუტეში 25 ნოემბერს დააკავეს.

“რუსი სამხედროების მიერ უკრაინის გემებისა და ეკიპაჟის მიმართ გამოყენებულ სამხედრო ძალას გამართლება არა აქვს” – ნათქვამია კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთისა და აშშ-ს ხელმძღვანელებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრებმა მოსკოვს, ასევე, მოუწოდეს ქერჩის სრუტეში კანონიერ გასასვლელში ხელოვნური პრობლემების შექმნიისგან თავი შეიკავოს – “ბიბისი” წერს.

დღესვე გავრცელდა, რომ ინციდენტის შედეგად დაკავებული მეზღვაურები მოსკოვში, “ლეფორტოვოს” წინასწარი გამოძიების საკანში გადაიყვანეს. დღესვე, ევროკავშირის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დეკემბერში გაერთიანება, სავარაუდოდ, რუსეთს სანქციებს გაუგრძელებს

banner
წინა სტატიაში,,დაუმორჩილებლობის იდეას პერსპექტივა არ აქვს – ხელისუფლება პასუხისმგებელია სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე”
შემდეგი სტატიაბრიტანულმა სასამართლომ თურქი ბიზნესმენის აკინ იფექის ექსტრდირებაზე თურქეთს უარი უთხრა