ბრიტანეთში “თავისუფლების დღეს” აღნიშნავენ

დიდ ბრიტანეთში 19 ივლისს “თავისუფლების დღეს” აღნიშნავენ. ზუსტად ორშაბათიდან მოიხსნება ყველა აკრძალვა, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. გეგმით, შეზღუდვების მოხსნის მეოთხე ეტაპი 21 ივნისს უნდა მომხდარიყო, თუმცა კოვიდ-19-ის ინდური ვარიანტის, “დელტას” გავრცელების გამო ის ერთი თვით გადაიდო.

დღეიდან ქორწილებსა და დაკრძალვებზე მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება, პაბებსა და რესტორნებში საჭმლისა და სასმელის შენობაშივე შეკვეთა შეიძლება, მომსვლელთა რეგისტრაციის აუცილებლობაც მოიხსნა. გაიხსნება ღამის კლუბები, მასობრივი ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო აღარ არის სერთიფიკატები, ოფისის მუშაკებისთვის კი სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია მოიხსნა – “ბიბისი” წერს.
ბრიატნელი ექსპერტები ამბობენ, რომ შეზღუდნების მოხსნამ, შესაძლებელია კოვიდ-19-ის უკონტროლო გავრცელება გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში წყალდიდობის შედეგებს აწესრიგებენ, მაგრამ ელოდებიან ახალს
შემდეგი სტატიამოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოშია